ყველა დამწყები შეცდომებზე სწავლობს — მაგრამ ზოგი შეცდომა კლიენტს (და შემოსავალს) გიკარგავს. აქ — 10 ყველაზე ხშირი შეცდომა, რომელსაც დამწყები ავიააგენტი უშვებს, და როგორ ავიცილოთ თავიდან.
1. მხოლოდ ფასზე ფოკუსირება
ყველაზე იაფი ბილეთი ყოველთვის საუკეთესო არ არის. ბარგი, გადაჯდომა და რეფანდის წესები ხშირად უფრო მნიშვნელოვანია. კლიენტს შესთავაზე საუკეთესო ღირებულება, არა უბრალოდ ყველაზე დაბალი ციფრი.
2. სახელის არასწორად აკრეფა
ბილეთზე სახელი პასპორტს ზუსტად უნდა ემთხვეოდეს. ერთი ასოს შეცდომა ჩასხდომაზე უარის ან ძვირადღირებული ცვლილების მიზეზი ხდება. ყოველთვის გადაამოწმე.
3. ბილეთის გამოშვების ვადის გაცდენა
ჯავშანი (PNR) ბილეთი არ არის. თუ ბილეთს დროულად არ გამოუშვებ, ჯავშანი უქმდება და ფასი იცვლება. ყოველთვის აკონტროლე ticketing-ის ვადა.
4. რეფანდისა და ცვლილების წესების უგულებელყოფა
non-refundable ბილეთის გაყიდვა კლიენტს, ვისაც თარიღი არ აქვს ფიქსირებული — მომავალი კონფლიქტი. ყოველთვის ჯერ იკითხე: „თარიღი ზუსტია?“ — შემდეგ აირჩიე ტარიფი.
5. დაგვიანებული პასუხი
ტურიზმში სიჩქარე ფულია. სანამ შენ პასუხობ, კლიენტი სხვაგან ყიდულობს. სწრაფი, თუნდაც მოკლე პასუხი ნდობას ქმნის და გაყიდვას ინარჩუნებს.
გინდა ეს ცოდნა პრაქტიკაში გადაიტანო და დაიწყო შემოსავალი?
დარეგისტრირდი კურსზე6. დამატებითი მომსახურების შეუთავაზებლობა
კლიენტი, ვინც ბილეთს ყიდულობს, ხშირად სასტუმროსაც, ტრანსფერსაც და დაზღვევასაც საჭიროებს. ამის შეუთავაზებლობა გამოტოვებული შემოსავალია.
7. ბარგის საბოლოო ფასში ჩაუთვლელობა
low-cost ფრენაზე ბარგი ცალკე იხდება. თუ საბოლოო ფასს ბარგის გარეშე ეუბნები კლიენტს, გადახდისას უსიამოვნო სიურპრიზი ელის — და ბრალს შენ დაგდებს.
8. ყველაფრის ზეპირად დამახსოვრების მცდელობა
წესები, კოდები და ტარიფები ბევრია. გამოცდილი აგენტი სისტემას ენდობა, არა მეხსიერებას. ისწავლე ხელსაწყოების სწორად გამოყენება, არა ყველაფრის დაზეპირება.
9. ჯავშნის შემდეგ კონტაქტის გაწყვეტა
გაყიდვა ფრენით არ მთავრდება. ფრენის წინ შეხსენება ან მცირე ყურადღება კლიენტს განმეორებად კლიენტად აქცევს — ეს ყველაზე იაფი მარკეტინგია.
10. სწავლის შეჩერება
ავიაბაზარი მუდმივად იცვლება — ფასები, წესები, ხელსაწყოები. აგენტი, ვინც სწავლას აჩერებს, სწრაფად ჩამორჩება. საუკეთესოები მუდამ სწავლობენ.
დასკვნა
ამ 10 შეცდომის უმეტესობა ერთ რამეს უკავშირდება — გამოცდილების ნაკლებობას. სწორედ ამიტომ ჯობს, ისინი პრაქტიკაში, მენტორის გვერდით გაიარო, არა რეალურ კლიენტზე საკუთარი ხარჯით.
ჩვენი 12-ლექციანი ტრენინგი სწორედ ამ შეცდომების თავიდან აცილებას გასწავლის — ცოცხალ Avia.ge-ს პლატფორმაზე.